თერჯოლაში ერთ-ერთ სუპერმარკეტში ქმარმა ცოლი მოკლა.
არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.
დანაშაულის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.
რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
„ფორტუნა” დეტალებს შსს-ში არკვევს.