LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალს, რომელმაც 7 წლის შვილი მოკლა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

120
პროკურატურა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ქალს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

დედამ 7 წლის შვილი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა – რა მოხდა ბოლნისის სოფელ ხახალაჯვარში

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულმა, 7 წლის შვილს ბასრი საგნით სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. არასრულწლოვანი დაზარალებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g