LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული ინფორმაციით, თბილისში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს

224
მკვლელობა

თბილისში, ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს.

„ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევა ქურდიანის ქუჩაზე მოხდა. მედიის ცნობითვე, დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი. კიდევ ერთი დაჭრილი მამაკაცი კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. არსებული ცნობით, შემთხვევა გასულ ღამეს მოკლულის საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყების ცნობითვე, სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და იმყოფება პოლიციის განყოფილებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g