კინოსტუდიებმა Legendary და Warner Bros. ოფიციალურად განაცხადეს გოძილასა და კინგ-კონგის შესახებ ფილმების გამოსვლის თაობაზე. მათ მაყურებელი 2020 წლამდე იხილავს. პროექტებს საფუძვლად გიგანტური კინო-ურჩხულების ისტორიები დაედება.
ცნობილი ხდება, რომ „კინგ კონგი: თავის ქალის კუნძული“ 2017 წლის 9 მარტს, ხოლო „გოძილა 2“ დიდ ეკრანებზე 2018 წლის 7 ივნისს გამოვა.