ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, მონაზვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურების და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ორი პირიდან ბრალს არც ერთი აღიარებს.
ისინი ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივმა ადვოკატმა გიგა ჯეირანაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებულები სასამართლოზე დუმილის უფლებას გამოიყენებენ.
დაკავებულებმა ადვოკატს განუცხადეს, რომ „მონასტერში საერთოდ არ ყოფილან“.
ადვოკატის თქმით, ხვალ, სავარაუდოდ, ხაშურის რაიონულ სასამართლოში სხდომა გაიმართება, სადაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
ცნობისთვის, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, 25 ნოემბერს, ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.