LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ბევრი ქვეყნის ეკონომიკა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გავლენით ზარალდება, რამდენიმე ქვეყანა რუსი მიგრანტების ნაკადით სარგებელს იღებს – CNBC საქართველოს შესახებ

74
ლარსი მიგრანტ

მაშინ, როდესაც ბევრი ეკონომიკა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გავლენით ზარალდება, რამდენიმე ქვეყანა რუსი მიგრანტების ნაკადით სარგებელს იღებს, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა CNBC წერს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, სომხეთთან და თურქეთთან ერთად, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც არეულობის ფონზე, მიგრანტებმა ეკონომიკური ბუმი გამოიწვიეს. გავრცელებული ინფორმაციით, წელს საქართველოში სულ მცირე 112 000 რუსი მიგრანტი შემოვიდა.

გამოცემა წერს, რომ მიგრანტებმა დიდი გავლენა მოახდინეს საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც პანდემიის შემდეგ, ისედაც გაიზარდა. აშშ დოლართან მიმართებით, ქართული ლარი 15%-ით გამყარდა და სამწლიან მაქსიმუმზე ივაჭრება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში წელს კაპიტალის მკვეთრი შემოდინება დაფიქსირდა, რაც ძირითადად ასევე რუსეთის ხარჯზე მოხდა. მხოლოდ ოქტომბერში საქართველოს საგარეო კაპიტალის შემოდინების სამი მეხუთედი (59.6%) რუსეთზე მოდის.

“საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვლიდან ოქტომბრამდე რუსებმა ქართულ ანგარიშებზე $1.4 მილიარდი გადმორიცხეს, რაც ოთხჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადმორიცხულ $314 მილიონთან შედარებით.

ამასთან, რუსებმა, სექტემბრამდე, საქართველოში 45 000-ზე მეტი საბანკო ანგარიში გახსნეს, რითაც ქვეყანაში რუსული ანგარიშების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა”, – წერია სტატიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g