14 ნოემბერს, სტამბოლის კლინიკაში გარდაცვლილი 16 წლის მარიამ გოგიაშვილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს.
როგორც რუსკა ხუციშვილი წერს, პასუხს აგებინებს მათ, ვინც მისივე თქმით, მარიამი დატანჯა.
„ჩემმა მარიამმა თავისი სიკვდილით ყველა ნაძირალა გამოავლინა, საქართველოში თუ თურქეთში.
დედი ძალა მომეცი, სადაც ხარ იქიდან დამეხმარე, ბრძოლის უნარი არ გამინელდეს.
ყველა ჯალათს, მკვლელს, თაღლითს ვაზღვევინო თავისი ბინძური საქმეებისთვის, რომ სხვა ბავშვები გადარჩნენ, შენსავით არ დაიტანჯონ.
მიყვარხარ ცამდე და უსასრულობამდე, ვინც შენი თავი დამიტანჯა, ვფიცავ, ყველას პასუხს ვაგებინებ!!! სიკვდილამდე!!!“ – წერს მარიამ გოგიაშვილის დედა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 16 წლის მარიამი, რომელსაც მიელოიდური ლეიკემია ჰქონდა და სტამბოლის კლინიკაში მკურნალობდნენ, 14 ნოემბერს გარდაიცვალა.
რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახი მის გადმოსვენებას საქართველოში ვერ ახერხებდა, რადგან მკურნალობის თანხების დავალიანება ჰქონდათ.