LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკა პეტრიაშვილი: „დამიჯერეთ, ვიცი რასაც ვამბობ, ომიც დასრულდება, იმედია მომავალ წელს ამ დროს და უკრაინა და საქართველოც ნატო-ს წევრები გახდებიან“

129
ტრჰჯრ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სიახლეებს ყოველდღიურ რეჟიმში გვიზიარებს.

პეტრიაშვილი, ამჯერადაც, აქვეყნებს მორიგ პოსტს, სადაც ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს აჯამებს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! ვიდრე #BDN #BუკაDეილიNიუსი მოგესალმებათ დილიდან ცხელი ამბების დასტით, შეგახსენებთ, რომ დღეს ოთხშაბათია და შესაბამისად “რონდელის მსოფლიო რადარი” ნინო გელაშვილთან ერთად 10.00-ზე რადიო თავისუფლების “დილის საუბრებში” ფბ გვერდებზე და რადიო პალიტრას ფმ 103.9 ტალღაზე ტრადიციულად ვრცლად გაშლის მსოფლიოს ამბებს!

ნატო-ს მინისტერიალი დაიწყო გუშინ რუმინეთში. დღის ბოლოს ერთობლივი განცხადება მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სადაც ბუქარესტის 2008 წლის გადაწყვეტილებისადმი ერთგულება დადასტურდა კიდევ ერთხელ.

უკრაინისთვის ყოველმხრივი დახმარება გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ის არ გაიმარჯვებს.

ნატოს გენ.მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. შეიძლება ვიღაცამ ამას მორიგი განცხადება უწოდოს, მაგრამ დამიჯერეთ (თუმცა შეგიძლია არ დამიჯეროთ), ვიცი რასაც ვამბობ, ომიც დასრულდება, იმედია მომავალ წელს ამ დროს და უკრაინა და საქართველოც ნატო-ს წევრები გახდებიან.

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხები განიხილებოდა გუშინ და გაგრძელდება დღესაც. მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ აშშ განიხილავს პეტრიოტის სისტემების მიწოდების საკითხს. განიხილება როგორც უშუალოდ უკრაინისთვის გადაცემა, ისე პოლონური ვარიანტი – ანუ უკრაინის გარედან უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვა. კარგია, რომ მსჯელობა მიდის და კარგია, რომ პიანი ძიმონა მედვედევი ცოფდება და დუჟებს აფრქვევს, მაგრამ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების დროულად მიღება.

ისევ განიხილება მიგ-29 თვითმფრინავების ან ფ-16 ების მიცემის საკითხი, მაგრამ ეს განხილვაც ჭრიჭინით მიდის. არადა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი ადმირალი სტავრიდისი, რომელიც ნატო-ს ძალბს ხელმძღვანელობდა, ხმელეთზე ჩვენები სჯაბნიან ურდოს, მაგრამ ჰაეროში რაოდენობრივი უპირატესობა აქვს ორკოსტანს და ბრძოლას საჰაერო უპირატესობის მიღწევის გარეშე ვერ მოვიგებთო.

ისრაელიდან დასტურდება, რომ ჩვენების დელეგაცია იმყოფებოდა ისრაელში და სარაკეტო თავდასხმის შეტყობინების სისტემებზე მიდის მოლაპარაკებებიო. ასევე ჟურნალისტები ამბობენ, რომ სერიოზულ ჰსთ სისტემებზეც მიდის ბაასიო! ებუჯო, დროზე!

გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერს ვეღარ აკავებენ, არ გაგიჟდეთ, პუტლერთან მოლაპარაკება არ იქნება, უკრაინა სანამ ბრძოლის ველზე არ დაამარცხებს ურდოსო. გადირევა კაცი რაა :)))))))

ფრონტის ხაზზე: ძირითადად პოზიციური ბრძოლებია, მაგრამ გუშინდელზე მაგრად ცხელა კურძიუმოვკის მიმართულებით. ბრძოლები უშუალოდ დასახლებაში მიდის, მაგრამ საერთოდ მთელი ეს მიმართულება არა კონკრეტულად დასახლებების, არამედ ლოგისტიკური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს მაგისტრალებზე კონტროლის დამყარების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. ამიტომაც დგანან ჩვენები მაგრად.

უცვლელია ვითარება ბახმუტის, ავდეევკის, ოპიტნეს და ნოვომიხაილოვკის მიმართულებებით. ბრძოლები მიდის სერიოზული მაგრამ არცერთი სანტიმეტრით ურდო წინ არ წამოსულა.

ჩვენების გენ შტაბს არ დაუდასტურებია, მაგრამ უბნობენ ლუჰანსკში სვატოვო-კრემენნას მიმართულებაზე ჩვენები წინ მიიწევენო. დაველოდოთ კარგი ცხელ ამბებს! ვაშინგტონი დაასვამს მალე ტერორისტული ორგანიზაციის დამღას პუტინის პოვარ პრიგოჟინის “ვაგნერს”, ჩვენები კიდევ დაასვამენ სიკტილის ბუზს ბრძოლის ველზე ასობით ვაგნერელს და არა ვაგნერელს!

უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ინგრევა!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g