LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე მოუწოდებს ოპოზიციას, შექმნან საგამოძიებო კომისია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის

171
ანა დოლიძე

„როდესაც, რომელიმე პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ხელყოფილია, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობას აყენებს – არაერთხელ გამტყუნდა სტრასბურგში სააკაშვილის ხელისუფლება ციხეებში მომხდარი სხვადასხვა ტიპის ვითომდა თვითმკვლელობების და თვითდაზიანების გამო“, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, „ქართული ოცნება“ აგრძელებს იმ ხაზს, რომ თუ ადამიანი ციხეში მოხვდება, მისი ბედი უცნობია. ანა დოლიძე ფიქრობს, რომ რაც უფრო დიდხანს იქნება მიხეილ სააკაშვილზე, როგორც პიროვნებაზე საუბარი, როდესაც ის არის ავად, ციხეში, გარეთ, ეს ყველაფერი ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს.

„შევხედოთ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში, პრემიერის მიმართვის 70% ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეთმობა. რა თქმა უნდა, ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული უნდა იყოს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის. როდესაც, რომელიმე პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ხელყოფილია, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობას აყენებს.

იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს – კობახიძე სააკაშვილის შეწყალებაზე

ამ საქმეების გამო, თავის დროზე არაერთხელ გამტყუნდა სტრასბურგში სააკაშვილის ხელისუფლება ციხეებში მომხდარი სხვადასხვა ტიპის ვითომდა თვითმკვლელობების და თვითდაზიანების გამო.

ეს ის ხაზია, რომელსაც „ქართული ოცნება“ აგრძელებს. ის პოლიტიკა, რომ თუ ადამიანი ციხეში მოხვდება ფაქტობრივად მისი ბედი უცნობია. მის სხეულს და სულს ხელისუფლება აკონტროლებს და ის აგებს პასუხს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მანვე მოუწოდა ოპოზიციას, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას“, შექმნან საგამოძიებო კომისია, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის.

„თუ მიხეილ სააკაშვილს არ აძლევს უფლებას საავადმყოფო, რომ დაესწროს საკუთარ სასამართლო სხდომას და სამართლიანი სასამართლოს უფლება ერღვევა, რა ვიცით ჩვენ რამდენ პატიმარს შეიძლება ერღვეოდეს ეს უფლება.

შეიძლება სხვადასხვა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეს და ბაყბაყდევივით ჩავუგდებთ „ვივამედს“, თუ რომელიმე სხვა სამედიცინო ორგანიზაციას, პენიტენციურ დეპარტამენტს და ვერ გავიგებთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას?

საქართველოს მოსახლეობის ინტერესია გავიგოთ, რა ხდება ციხეში, ადამიანი როდესაც ციხეშია ისეთ პირობებს ვუქმნით, რომ უნდა მოკვდეს? დასვან საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. ეს იქნებოდა ბერკეტი გაგვეგო, თუ რა ხდება სააკაშვილთან მიმართებაში, სააკაშვილთან, როგორც პატიმართან მიმართებაში და სხვა პატიმრებთან მიმართებაში.“– განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g