მაკა ზამბახიძე რატი დურგლიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მიწურულ წელიწადს აჯამებს. მისთვის ე ს წელი განსაკუთრებულად კარგი აღმოჩნდა:
„ეს წელი საკმაოდ ნაყოფიერად სრულდება ჩვენც ცხოვრებაში. თითქმის ყველა ჩანაფიქრი, რაც კი 2022 წლის დასაწყისიდან დავისახეთ, ბოლომდე და ხარისხიანად გაკეთდა. ბევრი საქებარი სიტყვა, სიყვარული და გვერდში დგომა მივიღე. რატისთან ერთად გაკეთებული ყველაფერი ჩემთვის ძვირფასია და სასიამოვნო. ჩვენ ერთად ძალიან ძლიერები და სიყვარულით სავსენი ვართ! გისურვებთ ყველას, გაუფრთხილდეთ თქვენთვის ძვირფას და საყვარელ ადამიანებს, თქვენ ერთმანეთისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება შეგიძლიათ.
p.s გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!..“
ფოტო: მაკა ზამბახიძე შავ ფართომხრებიან ზედასა და შარვალში შეუდარებელია