„რუსთავი 2“-ის მუსიკალური გადაცემის „გული მღერის“ საახალწლო ეთერში დუეტმა „ჯორჯიამ“ მათი ერთ-ერთი ცნობილი ჰიტი „დაგელოდები” შეასრულა.
სიმღერის ვიდეოს, რომელიც გადაცემის „ფეისბუკის“ გვერდზეა განთავსებული, უამრავი გამოხმაურება აქვს.
„ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე, აღნიშნულ კომპოზიციას ავრცელებს დუეტ „ჯორჯიას“ წევრი მაკა ზამბახიძეც და წერს:
„მადლობა ნანა დაუშვილს ამ ტკბილი სიმღერის შექმნისთვის, რომელიც არასდროს არ გვბეზრდება და სულ გვემღერება“, – წერს მაკა ზამბახიძე.
Nana Daushvili❤️ მადლობა ამ ტკბილი სიმღერის შექმნისთვის❤️რომელიც არასდროს არ გვბეზრდება და სულ გვემღერება
Posted by Maka Zambakhidze on სამშაბათი, 07 იანვარი, 2025