LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაკარგა ირანის შაჰმა ძალაუფლება მდიდრული წვეულების გამო

2880

1971 წელს ირანის შაჰმა მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ გადაწყვიტა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ ირანი მარტოოდენ დასავლეთისთვის ნავთობის მიმწოდებელი კი არა, ნამდვილი დიადი სახელმწიფო იყო ათას საუკუნოვანი ისტორიით.
შაჰმა ჩათვალა, რომ სპარსეთის იმპერიის დაარსების იუბილის აღნიშვნა უფრო მეტის ღირსი იყო, ვიდრე რამდენიმე ბანკეტის მოწყობა სხვადასხვა სასადილოში, ამიტომ გადაწყვიტა გაემართა მიღება, რომლის მსგავსი ისტორიას არ ახსოვდა.

ამის გამო უდაბნოში, ძველი ქალაქის ნანგრევებში ნამდვილი ოაზისი გააკეთეს – პარკებით, შადრევნებით… ერთი წვეულებისთვის აგებული კომპლექსის მასშტაბები ნებისმიერ წარმოსახვას ცდებოდა.

უფრო შთამბეჭდავი იყო სტუმრების სია – შაჰის მოწვევით ჩავიდნენ 65 ქვეყნის მეთაურები – მეფეები, იმპერატორები, სულთნები, შეიხები, პრეზიდენტები და პრემიერები მდიდრულ ნომრებში მოათავსეს და ძვირადღირებული ღვინოებითა და დახვეწილი კერძებით გაუმასპინძლდნენ.

ამ საღამოს ფასი არც მილიონია და არც მილიარდი, ეს საღამო ირანს იმპერატორის დინასტიად დაუჯდა – გაუგონარმა ფუფუნებამ საერთო სახალხო აჯანყება გამოიწვია, რისი შედეგი გახდა მონარქიის დამხობა და მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ახალი სახელმწიფოს – ირანის ისლამური რესპუბლიკის გამოჩენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g