თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა ელოდება უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის უფრო ნათელ სურათს ან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას 2023 წლის გაზაფხულამდე.
„ახლა უკრაინა წინ მიიწევს და იბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, თუმცა რუსეთი სანაცვლოდ მიზანმიმართულად ურტყამს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, ცხოვრება რთულდება განსაკუთრებით უკრაინელებისა და ყველა ჩვენგანისთვის.
ვფიქრობ, გაზაფხულამდე გვექნება მკაფიო სურათი ცეცხლის შეწყვეტის, ზავის ან მოლაპარაკების შესახებ. თურქეთი გააგრძელებს თავის ძალისხმევას“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.