LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთად აღმოვჩნდით მზეში და სითბოში” – ლელა წურწუმია, ნანუკა ჟორჟოლიანი, დიკო ჯოჯუა და სხვა ცნობილი სახეები დუბაიში: რა ვიდეოებს გვიზიარებენ შოუბიზნესის წარმომადგენლები საფარის უდაბნოდან

950
BeFunky-collage

ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები დუბაიში იმყოფებიან.

ლელა წურწუმია, ნანუკა ჟორჟოლიანი, დიკო ჯოჯუა, სალომე ბაკურაძე, ნიკოლოზ წულუკიძე, მანიკა ასათიანი და სხვა ცნობილი სახეები სოციალურ ქსელში ფოტოებსა და ვიდეოებს გვიზიარებენ.

როგორც ცნობილი ხდება, ისინი დუბაიში Holiday Factory-ის ინიციატივით შეიკრიბნენ.

შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ტურში მონაწილეობას იღებენ ჟურნალისტებიც.

დუბაიში იმყოფება რადიოჰოლდინგ „ფორტუნას” ჟურნალისტი სოფო ბერიაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ შესანიშნავ დროს ატარებენ.

მედიის წარმომადგენლებთან ერთადაა OK-ის რედაქტორი მაიკო წერეთელი.

“ასე მოხდა, ეს ადამიანები ერთად აღმოვჩნდით მზეში და სითბოში.

რა თქმა უნდა, შორიდან ყველას ვიცნობდი, მაგრამ მოგზაურობა ბევრი ფუთი მარილის ერთად ჭამასავითაა.

ამდენი განსხვავებული ტემპერამენტის მქონე ადამიანი ერთად თითქოს საშიშია.

ყველა მათგანი აღმოვაჩინე და მიყვარს.

დიდი მადლობა Tayona Bagdavadze ასეთი კარგი ხალხის ერთად შეკრებითვის და ჩვენი გათბობითვის,” – წერს სოციალურ ქსელში მაიკო წერეთელი.

 

mazda magti 5g