მსახიობი ბენედიქტ კამბერბეტჩი ცდილობს, საკუთარი ოჯახი პრესის ყურადღებას მოაცილოს. როდესაც 2015 წლის ივნისში მას და მის მეუღლეს, სოფი ჰანტერს ვაჟიშვილი ეყოლათ, წყვილის ახლობლებმა პრესის წარმომადგენლებს სთხოვეს, არ შეეწუხებინათ ახალგაზრდა ოჯახი. სამი თვის მანძილზე არც მას და არც მის მეუღლეს ბავშვის ფოტო არ გაუზიარებიათ და არც მისი სახელი გაუჟღერებიათ.
თუმცა, ფოტოგრაფებმა მაინც მოახერხეს სეირნობის დროს მთლიანი ოჯახის დაფიქსირება და ბავშვის სახელის გაგება. მათი თქმით, ბენედიქტმა და სოფიმ ვაჟიშვილს კრისტოფერ კარლტონი დაარქვეს.