LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გღალატობთ თუ არა პარტნიორი? – კერძო დეტექტივმა საეჭვო ნიშნები ჩამოთვალა

148
ali-harris-private-investigator

ბრიტანეთში მოღვაწე კერძო დეტექტივმა ალი ჰარისმა ის ნიშნები ჩამოთვალა, რომელიც პარტნიორის ღალატის დროს ყველაზე ხშირია.
დეტექტივის თქმით, უმეტესად მას დაკარგული ადამიანის პოვნის თხოვნით, ბიოგრაფიის დეტალების გასაგებად ანდაც საყვარელი ადამიანის სათვალთვალოდ ქირაობენ, რათა გაიგონ არიან თუ არა ღალატის მსხვერპლი.

ამისათვის ჰარისი ფეხით ან ავტომობილით იწყებს თვალთვალს, აგროვებს ინფორმაციას ყველა შესაძლო წყაროს გამოყენებით. მრავალწლიანი გამოცდილების დახმარებით ქალმა ჩამოაყალიბა ის ფაქტორები, რომელიც მიანიშნებს, რომ ადამიანი ერთგული არ არის.

ჰარისი თვლის, რომ მოღალატემ შესაძლოა მოულოდნელად საკუთარ გარეგნობაზე განსაკუთრებული ზრუნვა დაიწყოს: იყიდოს ახალი ტანსაცმელი, გამოიცვალოს პარფიუმი და გაიკეთოს ახალი ვარცხნილობა.

შესაძლო ღალატის კიდევ ერთი ნიშანი – მობილური ტელეფონის მუდმივად თან ტარების სურვილია. მოღალატეს გაჯეტის უყურადღებოდ დატოვების ეშინია.

ფრთხილად უნდა იყოთ იმ შემთხვევაშიც, თუკი პარტნიორი ინტერნეტში ძებნის ისტორიას მუდმივად ასუფთავებს და კატეგორიულად არ სურს ეჭვებზე საუბარი.

დასკვნის სახით დეტექტივმა ახსნა, რომ კოლეგებისგან განსხვავებით, ის არასდროს ცდილობს დამალვას და სპეციალურად იღებავს თმას წითელ ფერში, ღია ფერის სამოსს ატარებს. ჰარისი უბრალოდ სხვა ლოგიკას მიყვება – „ჩემს შემხედველი ეჭვიც არავის გაუჩნდება, რომ შესაძლოა კერძო დეტექტივი ვიყო. მე მომწონს ხალხის დახმარება, რადგან ხშირად ჭეშმარიტების ძიებისას მე მათი უკანასკნელი იმედი ვარ.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g