LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ოდესის რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, დაშავდა ორი ადამიანი

127
cqv42vragycau6k

მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ოდესის რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, იერიშები განხორციელდა მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დაშავდა ორი ადამიანი.

მარჩენკოს განცხადებითვე, ამჟამად ოდესასა და ოლქის უმეტეს დასახლებებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ისმის განგაშის სიგნალი და აფეთქებების ხმა. გავრცელებული ინფორმაციით, ჭურვები ჩამოცვივდა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ნოვოსოფიევკაში, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. განადგურებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

აფეთქებები გაისმა დონეცკის, პოლტავის, ხარკოვის, ოდესისა და მიკოლაევის ოლქებში, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ამოქმედდა კიროვო გრადის, ჩერკასის, ზაპოროჟიესა და კიევის ოლქებში.

„უკრენერგოს“ ცნობით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო, ავარიული გათიშვები ფიქსირდება ოდესაში, სადაც სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაზიანდა წყალმომარაგების ქსელიც და ქალაქი დენისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩა. ამასთან, დაშავდა ერთი ადამიანი. ელექტროენერგია არ მიეწოდება მიკოლევსაც, კიევის მოსახლეობა კი თავს მეტროსადგურებს აფარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g