LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომში მყოფი ადამიანის გარდაცვალების თემით სპეკულირება, ამორალურობა და უზნეობაა: ირაკლი ღარიბაშვილი

164
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ომში მყოფი ადამიანის გარდაცვალების თემით სპეკულირება, ამორალურობა და უზნეობაა“.

ღარიბაშვილი: ჩვენ სამჯერ ვიომეთ, საკმარისია!.. ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუკში“ აქტიურები რომ არიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში სელფებს რომ იღებდნენ, არამედ წინა პლანზე

პრემიერი: ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ

„მინდა, ვთხოვო ყველას, მათ შორის ყველაზე რადიკალურ, დეგრადირებულ, ამორალურ ოპოზიციას, რომ ისეთი საკითხებით სპეკულირება, რომლებიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას, მით უმეტეს, განსაცდელში მყოფი, ომში მყოფი ადამიანის გარდაცვალებას, არის ყოვლად ამორალური, უზნეობა და ფარისევლობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო“. ღარიბაშვილის თქმით, მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის მმართველ პარტია „ქართული ოცნება“ , რომლისთვისაც მთავარია ქართველი ხალხის და ქვეყნის ინტერესები.

„რაც შეხება ომში ჩართვის თემას, ძალიან ბევრი რაღაც ითქმის საჯაროდ, ბევრი რამ არ ითქმის, მაგრამ ერთს მთავარს გეტყვით და ყველას შევახსენებ, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაიხოცონ, არამედ ქართველებიც. ეს ფრონტი და ომი უნდა გადავიდეს საქართველოშიცო, ეს იყო მისი ოფიციალური განცხადება. ამის გარდა ჩვენ ძალიან ბევრი ანალოგიური შინაარსის განცხადება მოვისმინეთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, საჯაროდ არ ითქმის.

მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის მმართველ პარტია „ქართული ოცნება“ და ჩვენ ყველანი, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი და უზენაესი არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ ყველა ქვეყანას და ხალხს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მე, როგორც ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში, ვარ ვალდებული, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე:

ხოშტარია: „რა პოლიტიკა და რა დემოკრატია.. ისტორიის წიგნში რომ წაიკითხავს ბავშვი: 2022 წელს 33 ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე და ერი მთავრობას ეხვეწებოდა იგლოვეო. ისინი კი არ გლოვობდენ“

მელია: ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა! გმირები პრაქტიკულად დაადანაშაულა, დაამადლა სამხედრო პატივით დახვედრა!

„სამძიმარი გამოიყენეს თავისი შხამიანი, სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის“ – ბოკერია პრემიერის განცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g