LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: ჩვენ სამჯერ ვიომეთ, საკმარისია!.. ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუკში“ აქტიურები რომ არიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში სელფებს რომ იღებდნენ, არამედ წინა პლანზე

407
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციაში მყოფი პირები „მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს“.

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისი

მისივე სიტყვებით, „მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, რომ საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს ყოველივე თავიდან იქნა აცილებული“.

„წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები საქართველოში ხელისუფლებაში რომ იყვნენ. ისინი არიან ოპოზიციაში და იქიდან ცდილობენ ომის გახსნას და მეორე ფრონტის გახსნას. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ ეს ადამიანები დღეს ხელისუფლებაში, საქართველოს გადააქცევენ პოლიგონად. ვინმეს ეჭვი ეპარება თუ არ გაუკეთებიათ მანამდე? საკუთარი ნებით და გადაწყვეტილებით ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიის 20% – კოდორის ხეობა, ასეულობით სოფლები და ჩვენი ასეულობით გმირი ჯარისკაცი შეეწირა ამ ომს და მათ გაუთვლელ ნაბიჯებს.

უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა, ასევე დღეს მსოფლიოში და ევროპაში არის ძალიან რთული ვითარება. მინდა ყველას შევახსენო, რომ დაწყებული აშშ-ის პრეზიდენტით, ევროპის ქვეყნების ლიდერები საჯაროდ მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ საომარ მოქმედებებში და სოლიდარობა გამოხატონ სხვა ფორმით. ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე.

ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს კარგად გააზრებული, აწონილი და შეფასებული, რომ რაიმე ფორმით ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყანას არ შევუქმნათ პრობლემები. ჩვენი მთავარი ვალდებულება არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, რაც არის განმსაზღვრელი ჩვენი კეთილდღეობის. ჩვენ სამჯერ ვიომეთ, მეგობრებო – სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, საკმარისია. ჩვენ გვსურს ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით. ეს არის გონივრული ეროვნული პოლიტიკა და არა ომით, მით უმეტეს წაუგებელ ომებში ჩვენი ხალხის შეყვანით“, – აღნიშნა მან.

მთავრობის მეთაურის მტკიცებით, ქვეყანაში რომ მშვიდობა და სტაბილურობაა, ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა.

„მინდა, შევახსენო ამ ფარისეველ პოლიტიკოსებს, რომელი პოლიტიკოსი უნახავს ვინმეს ომში გარდაცვლილი, ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუკში“ რომ არიან აქტიურები, გაბედული პოსტებით რომ გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ, წინა პლანზე წავიდნენ და იომონ, თუ უნდათ მაინც და მაინც უკრაინაში ომში მონაწილეობა.

ვინაიდან, ყველა ტრაგედიაზე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს არის ამორალური ფარისევლობა და მათ არაფერი ესაქმებათ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან, მის დაცვასთან. კარგად გვახსოვს რა განცხადებებით გამოდიოდნენ ომის პარტიის წარმომადგენლები, მათი სახალხო დამცველი, ქალბატონი ლომჯარია, გვირჩევნია, ბომბები ცვიოდესო. ჩვენ არავის  მოგვწონს და შეშფოთებულები ვართ, რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ შეხედეთ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, ევროკავშირის სახელმწიფოები, როგორ იქცევიან. ჩვენ ვართ ოკუპირებული სახელმწიფო. ამიტომ, ჩვენს ნებისმიერ სიტყვას და ქმედებას გააზრება სჭირდება, დიდი გააზრება.

ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული. ჩვენ ნაცვლად ისინი ნუ გაირჯებიან, მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ყოველდღე, დილით და საღამოს ჩვენს ხალხს და საზოგადოებას, იმისთვის, რაც მათ დამართეს. ახლა ჩვენ გვაცადონ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g