LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Politico ზელენსკიზე: უბრალოდ შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები კიევში, რათა ფოტო გადაიღონ საკულტო ზეთისხილისფერ-მწვანე მაისურიან, 44 წლის მამაკაცთან

135
ვოლოდიმირ ზელენსკი

გამოცემა Politico-მ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. პუბლიკაციის თანახმად, ზელენსკიმ დაარწმუნა დანარჩენი ევროპა, რომ მისი მომავალი უკრაინასთან არის დაკავშირებული.

„რუსეთის შეჭრამდე ამის ცოტას სჯეროდა. მისი კომუნიკაციის უნარი საკვანძოა. მისი რიტორიკა მკაფიოდ ასახავს რუსეთის რეჟიმის ბოროტებას, რომლის წინააღმდეგაც ის იბრძვის, ფანტავს რწმენას – განსაკუთრებით ბერლინსა და პარიზში, რომ მოსკოვი შეიძლება იყოს პარტნიორი.

„თაიმმა“ ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის სულისკვეთება „თაიმის“ წლის ადამიანად დასახელდნენ, რადგან დაამტკიცეს, რომ სიმამაცე, ისევე როგორც შიში, შეიძლება იყოს გადამდები“.

უბრალოდ შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც არჩევნებში იმარჯვებენ, კიევში, რათა გადაიღონ ფოტო საკულტო ზეთისხილისფერ-მწვანე მაისურიან 44 წლის მამაკაცთან.“ – წერს გამოცემა.

ცნობისთვის, ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში, რომლის სათავეშიც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკია, 28 ადამიანი მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g