46 წლის არიზონელმა მამაკაცმა განაცხადა რომ წინასწარმეტყველია და 20 ცოლი მოიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს.
სემიულ ბეიტმანის ცოლებს შორის არასრულწლოვანებიც იყვნენ და მამაკაცს ისინი ყველგან ტრაილერით დაჰყავდა. 2022 წლის სექტემბერში ამერიკელით პოლიცია დაინტერესდა და მალევე დააპატიმრა. ამჟამად მრავალცოლიანი თავის სასამართლო პროცესს ელოდება.
გამოცემის ინფორმაციით, ბეიტმანი მორმონთა ეკლესიის რადიკალური ფრთის ხელმძღვანელია. წინასწარმეტყველად თავი მან 2019 წელს გამოაცხადა და ცოლების დაგროვებაც ამის შემდეგ დაიწყო. მამაკაცს 50-მდე მიმდევარიც ჰყავდა და მის ბრძანებებს ისინი უსიტყვოდ ასრულებდნენ.