LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაქორწინებული ქალი ფულისა და საჩუქრების გამო კიდევ 3 მამაკაცს გაჰყვა ცოლად

114
55f6e920-342d-4d95-b27a-67b1eadf11d6_f8519b1c

ჩინეთში მცხოვრები დაქორწინებული ქალი სხვა მამაკაცებზეც დაქორწინდა, რათა ფული და საქორწინო საჩუქრები მიეღო. ამის შესახებ ინფორმაციას South China morning post ავრცელებს.

35 წლის ქალი, გვარად ჩჟოუ კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა და ქალიშვილსაც ზრდიდა, როცა მეუღლისგან ფარულად სხვა მამაკაცებთან დაიწყო შეხვედრები. ქმარს ცოლის რომანების შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რადგან სამსახურის გამო სახლში იშვიათად იყო ხოლმე. საყვარლები ჩინელმა სამსახურში და სოცქსელებში გაიცნო.

ქორწინების ოფიციალური რეგისტრაციისთვის რომ თავი აერიდებინა, ჩჟოუ „საქმროებს“ ატყუებდა, თითქოს მისთვის აუცილებელი იყო ოფიციალურად დაუქორწინებელი ყოფილიყო, რათა სახელმწიფოსგან დახმარება მიეღო. თუმცა, ის მათ არაოფიციალური ცერემონიის ჩატარებას სთავაზობდა, რათა ფული და საჩუქრები მიეღო. ქორწილში ჩჟოუ მსახიობებს ქირაობდა, რომლებიც მისი მეგობრებისა და ოჯახის წევრების როლებს თამაშობდნენ. მთლიანობაში ქალმა ამ გზით 660 ათასი იუანის მოგროვება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ დაზარალებულებმა ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ. როდესაც ჩჟოუ ერთ-ერთ მამაკაცთან იყო, დანარჩენ ორს ეუბნებოდა რომ სამსახურიდან მივლინებაში აგზავნიდნენ.

საბოლოოდ მისი ტყუილის შესახებ გაიგეს და ქალი დააპატიმრეს. მის წინააღმდეგ საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა. ჩინელს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები