LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგას ”ხორცის” კაბა დელიკატესად იქცა

287

ცნობილი კაბა, რომლითაც ლედი გაგა 2010 წელს MTV Video Music Awards-ის დაჯილდოვებაზე გამოჩნდა, როგორც აღმოჩნდა კიდევ არსებობს. კაბამ უზარმაზარი ფურორი გამოიწვია და მართალია, პრესა დიდხანს განიხილავდა უმი ხორცის კაბის ისტორიას, დაზუსტებით არავინ იცოდა რა ბედი ეწია ლედი გაგას მორიგ ექსტრავაგანტულ კოსტიუმს.

ბევრი დარწმუნებული იყო, რომ ცერემონიის შემდეგ კაბა განადგურდა. სინამდვილეში, მუსიკოსმა საინტერესო შეთავაზება მიიღო როკ-ნ-როლის დიდების დარბაზის წარმომადგენლებისგან და კაბა მათ მიჰყიდა. კოსტიუმის ახალმა მფლობელებმა მისი სიცოცხლის გახანგრძლივების ახალი მეთოდი მოძებნეს და ის ლორის კაბად აქციეს. დღეს, ხუთი წლის შემდეგ კოსტიუმი თავის ფეხსაცმელთან ერთად კლივლენდში როკ-ნ-როლის დიდების დარბაზშია გამოფენილი.

[Best_Wordpress_Gallery id=”4″ gal_title=”ლედი გაგას ”ხორცის” კაბა დელიკატესად იქცა”]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები