LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიტ მიდლტონსა და პრინც უილიამს ურთიერთობაში კრიზისი აქვთ

57

ცოტა ხნის წინ ცნობილი იყო, რომ პრინცი უილიამი ერთ-ერთ საგრაფოში მეგობრის ქორწილში არა კეიტთან, არამედ მის დასთან, პიპა მიდლტონთან ერთად იმყოფებოდა. კემბრიჯის ჰერცოგინიამ არყოფნის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა სამეფო ოჯახშიც არსებობს პრობლემები და კრიზისი ურთიერთობებში.

საქმე იმაშია, რომ ქორწილში, სადაც უილიამი მეუღლის დასთან ერთად წავიდა, ასევე დაპატიებული იყო პრინცის ყოფილი სიყვარული, ოლივია ჰანტი. ჰერცოგი მას რამდენიმე წლის წინ დაშორდა, როდესაც მიდლტონთან ერთად ურთიერთობას იწყებდა.

სწორედ ამ ამაღელვებელი შეხვედრის მომსწრე არ სურდა გამხდარიყო კეიტს და ქორწილში წასვლა საერთოდ არ მოინდომა. იგი უპირატესობას ბავშვებთან ყოფნას ანიჭებს და სულ უფრო იშვიათად ჩნდება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. პრინცი კი დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებს და მეუღლებს ნაკლებ ყურადღებას უთმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები