LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი: ვაგზავნით თუ არა ჯარისკაცებს უკრაინაში? არა, ჩვენ ვაგზავნით მასალებს

154
BeFunky-collage

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას არ აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ვაგზავნით თუ არა ჯარისკაცებს უკრაინაში? არა, ჩვენ ვაგზავნით მასალებს, როგორც აქამდე, მილიონობით დოლარის ღირებულების“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

CNN-ის ცნობით, თეთრმა სახლმა კონგრესს კიევისთვის დამატებით 37,7 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის თხოვნით მიმართა.

ტელეკომპანიის მონაცემებით, 21,7 მილიარდი დოლარი გათვალისწინებულია უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისთვის, ასევე სამხედრო, სადაზვერვო და სხვა სახის თავდაცვითი მხარდაჭერისთვის; 14,5 მილიარდი დოლარი – უკრაინის ბიუჯეტის პირდაპირი მხარდაჭერისთვის, 626 მილიონი დოლარი – უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სანავთობო რეზერვის მოდერნიზებისთვის, 900 მილიონი დოლარი – სამედიცინო დახმარებისთვის, მათ შორის გათავისუფლებული უკრაინელი ტყვეების რეაბილიტაციისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g