მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებს შორის ნიუ-იორკი და სინგაპური ლიდერობს. კვლევას Economist Intelligence Unit (EIU) აქვეყნებს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნიუ-იორკი რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. გასული წელს მის ადგილზე თელავივი იყო, რომელიც ახლა მესამე ადგილზეა. მთლიანობაში, EIU კვლევის თანახმად, მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში ცხოვრების საშუალო ღირებულება წელს 8.1%-ით გაიზარდა.
ზრდის ტენდენციაზე უკრაინის ომმა და Covid-მა იქონია გავლენა. განსაკუთრებით მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა სტამბოლში, სადაც ფასები გაიზარდა 86%-ით, ბუენოს აირესში 64%-ით და თეირანში 57%-ით.
2022 წლის დასაწყისში აშშ-ში ინფლაცია იყო ყველაზე მაღალ ნიშნულზე ბოლო 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
მოსკოვმა და სანკტ-პეტერბურგმა რეიტინგში 88-ე და 70-ე ადგილი დაიკავეს, რაზეც გავლენა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის სანქციებმაც იქონია.
2022 წლის ყველაზე ძვირადღირებული ქალაქები:
1 = ნიუ-იორკი
1 = სინგაპური
3 = თელ-ავივი
4 = ჰონგ-კონგი
4 = ლოს-ანჯელესი
6 = ციურიხი
7 = ჟენევა
8 = სან-ფრანცისკო
9 = პარიზი
10 = სიდნეი
10 = კოპენჰაგენი
ყველაზე იაფი ქალაქები:
161 = კოლომბო
161 = ბანგალორი
161 = ალჟირი
164 = ჩენაი
165 = აჰმედაბადი
166 = ალმათი
167 = კარაჩი
168 = ტაშკენტი
169 = ტუნისი
170 = თეირანი
171 = ტრიპოლი
172 = დამასკო
წყარო: BBC