LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმის მიცემა დაიწყო – საქართველო ევროპის ტურისტულად გამორჩეული ქვეყნის სტატუსისთვის იბრძვის

128
ტ (1)

საქართველო Wanderlust-ის კონკურსში ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დასახელდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, კონკურსში საქართველოსთან ერთად მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებებია წარმოდგენილი.

„გამარჯვებული Wanderlust-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება.

ხმის მიცემის დროს, ავტომატურად ჩაერთვებით კონკურსში, რომელშიც Wanderlust £40,000 ღირებულების პრიზებს ათამაშებს.

ხმის მიცემა დაიწყო და 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

საქართველოს მხარდასაჭერად გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს.

ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა, Wanderlust კონკურსს ყოველწლიურად მართავს და საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს. Wanderlust მკითხველს მოგზაურობის დაგეგმვაში ეხმარება და ინფორმაციას უზიარებს ტურისტული მიმართულებების შესახებ“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები