გლდანის და საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტრომომარაგების შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.
„გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ავალიშვილის, ულიანოვის, ჭრებალოს, ანდრონიკაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, რევოლუციის, მანაგაძის, ჩიქვანაიას, სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესის, წყალსადენის, შეშელიძის, სარაჯიშვილის, ხევძმარის, თემქის და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-14 კილომეტრის მოსახლეობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
