LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაშინ ფერხულში ყველაზე ბედნიერი და ამაყი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო.. მადლობა ქართველად ყოფნის არსაიდან გაჩენილი სიამაყის გრძნობისთვის“ – როგორ ულოცავს გიგა მაქარაშვილი მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს

162
Untitled design (4)

სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი გიგა მაქარაშვილი მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

გიგა მაქარაშვილი სტატუსს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებს, როდესაც თბილისობაზე მიხეილ სააკაშვილის გარემოცვაში აღმოჩნდა:

„თბილისობა იმართებოდა რიყეზე, წელი არ მახსოვს. ცენტრში უზარმაზარი საწნახელი იდგა, იქვე ათობით ტონა ყურძენი და უამრავი ადამიანი რიგში, რომლებიც რიგრიგობით წურავდნენ ყურძენს.

ჟურნალისტი ვიყავი და ოპერატორთან ერთად მეც აღმოვჩნდი საწნახელში, გადავწყვიტე, იქიდან მქონოდა პირდაპირი ჩართვა.

არ მახსოვს როგორ, მაგრამ რაღაც მომენტში ცოცხლად შესრულებული მრავალჟამიერის ფონზე აღმოვჩნდი რამდენიმე (ზუსტი რაოდენობა არ მახსოვს) პრეზიდენტის გარემოცვაში! ისინიც სხვა მოქალაქეებივით გაბადრული სახეებით სრესდენ რქაწითელს.

ფერხულში ყველაზე ბედნიერი და ამაყი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. რეგიონის მთავარი კაცი, რომელთან სიახლოვეს დგომაც სხვა პრეზიდენტებისთვის ძალიან საამაყო იყო!

მახსოვს როგორ აინთო ნათურა და აღარ ჩაქრა!

ერთ დღეში გაათმაგებული პენსიები მახსოვს.

მე მახსოვს აბანოთუბანში აცეკვებული ამერიკის პრეზიდენტი.

მახსოვს განმუხურში უკუსვლით მორბენალი რუსები!

მახსოვს დიდი შვება უბრალო ადამიანების თვალებში, როცა ზრდილობიანი, მოწესრიგებული, კარგად ჩაცმული ახალგაზრდა პოლიციელები გამოჩნდნენ ქუჩაში!

მახსოვს ერთ წამში შეცვლილი ცხოვრება ღარიბი მშობლებისა, შვილები რომ სრულიად უფასოდ გაუხდნენ სტუდენტები!

მახსოვს სიგარეტის კვამლისგან გასანიავებლად ღიად დატოვებული ავტომობილის ფანჯრები და უკვალოდ გამქრალი კრიმინალი!

მახსოვს 7 ნოემბერი, როცა კარგად მიბეგვილს საავადმყოფოში გამეღვიძა გათოშილს და იქიდან კოლეგების მხარდასაჭერად გავვარდი იმედის შენობასთან!

მახსოვს რობაქიძის უმძიმესი ამბავი!

მახსოვს გირგვლიანის ისტორია!

ციხის ამბების კოშმარი მახსოვს!

იცოცხლე პრეზიდენტო, ამდენი ბრძოლის მერე დანებების უფლება არ გაქვს!

მადლობა ქართველად ყოფნის არსაიდან გაჩენილი სიამაყის გრძნობისთვის!

მიპატიებია ყველა შეცდომა და გილოცავ დაბადების დღეს!“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

„ჩემი შვილი შემდეგ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, მას ეს არ დაუმსახურებია“ – გიული ალასანია

ვიდეო: მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე საქართველოსა და უკრაინის ჰიმნით მიულოცეს

ვიდეო: „გილოცავ, გილოცავ..“ – ელის მარია სააკაშვილი მამას იუბილეს სიმღერით ულოცავს

„არ დავდებ ფოტოს და არაფერს, რადგან ძალიან მტკივნეულია ამის გაძლება.. განსაკუთრებულად არ უყვარს თავისი დაბადების დღეები“ – ლიზა იასკო

„მე რომ სიკვდილს ვებრძოდი, თქვენ მითხარით უნდა იბრძოლოო, ახლა მე გეტყვით იგივეს – არ დანებდეთ, უნდა გადარჩეთ და დიდხანს უნდა იცოცხლოთ!“ – თამარ ბაღაშვილი მიხეილ სააკაშვილს იუბილეს ულოცავს

ეკა ხერხეულიძე: დღევანდელ დღეს, ის არის სევდიანი.. თუ ხვალ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე ჩართავენ, საზოგადოება ნახავს ტკივილებისგან დატანჯულ საქართველოს მესამე პრეზიდენტს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g