ავსტრალიაში სურთ, რომ მოგზაურებს ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობებთან ფოტოს გადაღებისთვის ფული გამოართვან. ინფორმაციას ამის შესახებ The Mirror ავრცელებს.
ასე რომ, 2023 წლის აპრილიდან პოპულარული ტურისტული ქვეყანა 85 ობიექტიდან 50-ის მონახულებისთვის გადასახადს დააწესებს. სიახლე შეეხება ნაციონალურ პარკებს, ნაკრძალებს და კულტურულ ძეგლებს. ერთდღიანი ბილეთი ოჯახისთვის 25 დოლარი ეღირება, 2 კვირიანი ბილეთის ფასი კი – 75 დოლარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ სიახლე მხოლოდ მოგზაურებს შეეხებათ და ადგილობრივებისგან ფოტოს გადაღებისთვის ფულს არ აიღებენ. ტურისტებისგან აღებული ფული ადგილობრივი ეკოსისტემის დაცვას მოხმარდება.