LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, მხნედ ვარ, მინდა, ისევ მივმართო ხელისუფლებას, გადაიყვანონ სააკაშვილი სამკურნალოდ – ანა წითლიძე

158
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2022-12-25T163034.897

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

წითლიძე კიდევ ერთხელ მიმართავს ხელისუფლებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

„პირველ რიგში, მინდა, შობა მივულოცო ყველას. დღეს არის დღე, როდესაც დაიბადა ქრისტე, რომელიც შემდეგ ჯვარს ეცვა თითოეული ჩვენგანის ცოდვების გამო, რომელმაც გვითხრა, გიყვარდეს მტერი შენი და სიკეთე უქენი შენს მოძულეებს.

ჩემი შიმშილობის მეთერთმეტე დღეს მინდა, ისევ მივმართო ხელისუფლებას და ყველას, ვისაც შეუძლია, გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამკურნალოდ. არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვაგრძელებ და ვარ მხნედ“, – განაცხადა წითლიძემ.

“პირადი თავგანწირვის მაგალითის ჩვენება, შეუგუებლობა და შეუპოვრობა ხდის პოლიტიკოსს ლიდერად” – ნიკა მელია

შალვა პაპუაშვილი – მოვუწოდებ მის პოლიტიკურ მეგობრებს, მიმართონ ანა წითლიძეს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g