LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პირადი თავგანწირვის მაგალითის ჩვენება, შეუგუებლობა და შეუპოვრობა ხდის პოლიტიკოსს ლიდერად” – ნიკა მელია

172
BeFunky-collage (14)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე შიმშილობის მე-11 დღეს ხელისუფლებას და ყველას, „ვისაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს“, მოქმედებისკენ მოუწოდებს. დეპუტატი ამბობს, რომ ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია.

“ვამაყობ, რომ თანამებრძოლები ვართ.

მეფიქრება, მედარდება და გულწრფელად ვნერვიულობ ანას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, სწორედ პირადი თავგანწირვის მაგალითის ჩვენება, შეუგუებლობა და შეუპოვრობა ხდის პოლიტიკოსს ლიდერად.

სწორედ ესაა ხასიათი, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე”,- წერს ნიკა მელია ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g