LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის დაწყება, ეს არის ქართული ინიციატივა – შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი” – ირაკლი ღარიბაშვილი

155
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ელჩებთან შემაჯამებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას შავი ზღვის ელექტროკაბელის მშენებლობის თემას გამოეხმაურა და მას სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი უწოდა.

“მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის დაწყება, ეს არის ქართული ინიციატივა – შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, გასულ წელს ბრიუსელში ვიზიტისას ჰქონდა საუბარი და სწორედ მაშინ წარადგინა ერთ-ერთ პროექტად.

„ამის შემდეგ დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მეგობარ სახელმწიფო აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, რომელიც ასევე სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა. ამის შემდეგ, რუმინეთთან ერთად ახალ ეტაპზე გადავედით – რუმინეთთან ერთად დავიწყეთ უფრო აქტიური მუშაობა ამ პროექტის განხორციელებისთვის. ამ პროექტს შემოუერთდა აზერბაიჯანი, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკავშირმა და ასევე ამ პროექტს შემოუერთდა უნგრეთი. ეს იქნება ერთ-ერთი ხელშესახები, სტრატეგიული მნიშვნელობის ისტორიული პროექტი, რომელსაც ყველა ერთად განვახორციელებთ. ის კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ენერგოუსაფრთხოებას და ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g