LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიელ კრეიგი ბონდის საათების წარმოებას გაეცნო

50

ბონდის ახალ სერიაში მთავარი როლის შემსრულებელი, დანიელ კრეიგი, კომპანია „Omega”-ში იმყოფებოდა, სადაც ახალი საათის „Omega Seamaster 300 Sceptre”-ს დამზადების პროცესს დაესწრო, რომელიც სპეციალურად ბონდიანას ახალი სერიის „007: Sceptre”-სთვის მზადდება.

„ვფიქრობ, ყელაზე მეტად გამაოცა საათების დამზადების პროცესმა, შთამბეჭდავია იმის ხილვა, როგორ იქმნება ნულიდან ხელოვნების ნიმუში. აღფრთოვანებული ვარ იმ ადამიანებთან შეხვედრით, რომლებიც ასეთი შედევრების შექმნაში იღებენ მონაწილეობას“-განაცხადა ბრიტანელმა მსახიობმა.

ახალი საათი, ლიმიტირებული რაოდენობით დამზადდება, ხოლო ოფიციალური პრეზენტაცია, სექტემბრის ბოლოს, ფილმის პრემიერაზე იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები