LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთი დღეს უკრაინის მიმართულებით 100 რაკეტის გაშვებას გეგმავს“ – უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაშია გამოცხადებული

141
საჰაერო განგაში

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი Facebook-ზე წერს, რომ რუსეთი დღეს უკრაინის მიმართულებით 100 რაკეტის გაშვებას გეგმავს.

„100-ზე მეტი რაკეტა. ნუ უგულებელყოფთ თავშესაფრებს. ქალაქები კიევის აღმოსავლეთით – რაკეტების ჩამოგდება შეიძლება უფრო ადრე მოხდეს“, – წერს არესტოვიჩი.

ოპერატიული სარდლობა „იუგის“ ინფორმაციით, უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

სარდლობით ცნობით, რუსებს შავ ზღვაში ორი ხომალდი ჰყავს გაყვანილი, რომელზეც 16 რაკეტა „არის მზად გასაშვებად“.

უკრაინული ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს თავშესაფრებიდან გარეთ არ გავიდნენ.

 

– Масштабная воздушная тревога.

Больше 100 ракет в несколько волн.

Не пренебрегайте укрытиями.

Подход первых к Киеву…

Posted by Олексій Арестович on Wednesday, December 28, 2022

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g