ბრაზილიის ეროვნლი ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდმა ნეიმარმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
“ბარსას” შემტევმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამართულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ბრაზილიის ნაკრების მაისურით თავისი 46-ე გოლის გატანა შეძლო.
ამ შედეგით ნეიმარი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით 46 გოლის გატანა შეძლო. ბრაზილიელს ამ ნიშნულისთვის 23 წელი და 218 დღე დასჭირდა.
ნეიმარი „სელესაოს“ რიგებში 2010 წლიდან გამოდის და ეროვნული ნაკრების მაისურით 67 შეხვედრა აქვს ჩატარებული.