LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ტრადიციული ძრავას მქონე ავტომობილებს აღარ გაყიდის

145
hyundai

Hyundai-მ ნორვეგიის სერიულ ხაზში ცვლილებები დააანონსა. 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ნორვეგიაში შიდა წვის ძრავას მქონე ავტომობილებს აღარ გაყიდიან და მის ტერიტორიაზე შეტანილი Hyundai-ები მხოლოდ ელექტრონული იქნება. კომპანიამ ამ გადაწყვეტილებისთვის მზადება ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიწყო. ამ დროისთვის რამდენიმე ელექტრონულ მოდელს Ioniq 5-ს და 6-ს, ასევე ჰიბრიდულ Tucson და წყალბადზე მომუშავე NExo-ს ყიდის.

მიუხედავად იმისა, რომ Hyundai-ს შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილებს უკავშირდება, კომპანიამ უპირატესობა მაინც ეკოლოგიას მიანიჭა. ნორვეგიაც შემთხვევით არ აურჩევიათ: ქვეყანაში გაყიდვების 80% „ელემენტიან“ მანქანებს უკავშირდება, რაც მას ევროპულ ქვეყნებს შორის ელექტროფიკაციის მაჩვენებლით ლიდერად აქცევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები