ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ წარმოქმნილ აზრთა სხვადასხვაობას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების ლოკაციებს ეხება, „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმიანება.
„ამათ აქვთ პრეტენზია, რომ ქვეყანა მართონ – ლოკაციებზე ჩხუბობენ.
განა რამე ფასეულზე – მაგალითად, მოსულა თუ არა ნამახვანჰესზე პროტესტის მხარდაჭერა! ან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საპატრიარქოსთან – არა, ლოკაციებზე!
ამიტომაა ნდობის და ჟანრის კრიზისი – ასეთი რომაა პოლიტიკური ელიტა“, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსი უფლებადამცველის მარკ ფეიგენის ინიციატივას სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით, პარტიის მიერ დაგეგმილისგან განსხვავებულ ადგილმდებარეობაზე უერთდება.
“მიშას სიცოცხლისათვის 4 იანვარს, 18 საათზე გამოვალთ ჩვენ ქალაქებში” – მელია
ხაბეიშვილის განცხადებას დღესვე პარტიაში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს: „უნდა გვაერთიანებდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენა, სამწუხაროა, რომ ინდივიდები ამ საკითხს გასახლეჩად იყენებენ – 4 იანვარს აქციები გაიმართება არა 2, არამედ 8 მდებარეობაზე“.
ლევან ხაბეიშვილი აქციაზე: ახლა ბოდიში, რომ ვიღაცების სოციალურ ქსელს არ ვკითხულობ