LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ მისი მზარდი გავრცელებით“ – ჯანმოში აცხადებენ, რომ კოვიდის ახალაღმოჩენილი შტამი ყველაზე გადამდებია

288
BeFunky-collage (1)

კორონავირუსის შტამმა, Omicron XBB.1.5-მა, რომელიც შეერთებულ შტატებში დომინანტური გახდა, სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, შეიძლება, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვმა განაცხადა.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ მისი მზარდი გავრცელებით, განსაკუთრებით ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც XBB.1.5-მა სწრაფად ჩაანაცვლა სხვა ქვევარიანტები“, – აღნიშნა მარია ვან კერხოვმა.

ამ ეტაპზე ვირუსის ეს შტამი მსოფლიოს 29 ქვეყანაშია გამოვლენილი, თუმცა WHO მსოფლიოში ვირუსის შემთხვევების გამოვლენის სიმცირეს გენომის სეკვენირებას შემცირებას უკავშირებს.

ჯერჯერობით, ორგანიზაციას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, რამდენად სერიოზულად შეიძლება წარიმართოს XBB.1.5-ის შემთხვევები, თუმცა მარია ვან კერხოვი მიიჩნევს, რომ ინფიცირებული ადამიანების დაკვირვება აჩვენებს, რომ სხვა ვარიანტებთან შედარებით ის მძიმედ არ მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g