2022 წლის ნოემბერში, თებერვალთან შედარებით მშენებლობა 9%-ით გაძვირდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით, მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.5%-იანი მატებით, რამაც 3.21 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით კი მშენებლობის ღირებულების ინდექსი 0.8%-ით გაიზარდა. საქსტატის თანახმად, ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.4%-იანი ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
2022 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსები თებერვალთან და წინა თვესთან შედარებით: