LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია მერაბიშვილის ცემის ფაქტზე: პირველად ვნახე, ვისაც აბრალებენ რომ გაილახა ის იძახის, თავი დამანებეთ, თქვენთვის იყავითო

165
BeFunky-collage (3)

„ეს სიტუაცია ჩემთვის მხოლოდ ირონიას იწვევს,“ – ასე ეხმაურება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ცემის ინციდენტს.

რატომ დაუპირისპირდა უცნობის სიძე ვანო მერაბიშვილს – რას აცხადებს ადვოკატი

„პირველად ვნახე შემთხვევა, როდესაც საქართველოს რეალობაში კაცი თვითონ მიდიოდა პოლიციის განყოფილებაში ვიღაც ვცემეო და ვისაც აბრალებენ რომ გაილახა, ის კაცი იძახის, რომ თავი დამანებეთო, თქვენთვის იყავითო – ეს სიტუაცია ჩემთვის მხოლოდ ირონიას იწვევს“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-მ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მომღერალ „უცნობის“ (გია გაჩეჩილაძე) სიძე გიორგი შარაშიძე ფიზიკურად გაუსწორდა.

ინფორმაციას „უცნობის“ სიძე ადასტურებს, კონკრეტულ დეტალებზე კი არ საუბრობს. ის პოლიციაში უკვე გამოკითხეს.

შსს-მ მედიაში ვანო მერაბიშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

„თავ­დას­ხმა არ ყო­ფი­ლა, ერთი-ორი პან­ჩუ­რი იყო ალ­ბათ“ – „უცნობი“ ვანო მერაბიშვილსა და მის სიძეს შორის მომხდარ ინციდენტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g