LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როცა ცალკე ცხოვრების შანსი გაქვს და ისევ მშობლებთან ცხოვრობ, ესაა პასუხისმგებლობის აღების შიში” – ნატა მეფარიშვილი

314
ნატა-მეფარიშვილი

“ფორტუნა” გთავაზობთ ფსიქოლოგის ნატა მეფარიშვილის ინტერვიუს თემაზე, თუ რა უნარები უნდა ჰქონდეს ზრდასრულ ადამიანს.

“ჩვენი საზოგადოების ძირითადი პრობლემაა ინფანტილიზმი, ჩვენ არ ვართ ზრდასრული საზოგადოება, 20-30-40 წლის ასაკში მიჯაჭვული ვართ მშობლებზე.

დავუშვათ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ყველას თავისი საცხოვრებელი გარემო არ აქვს, მაგრამ არიან მოზრდილები, რომლებსაც როცა ცალკე ცხოვრების შანსი ჩნდება, ისევ მშობლებთან ცხოვრება ურჩევნიათ. ესაა პასუხისმგებლობის აღების შიში და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი მშობლობის უნარებზე აქცენტების გაკეთება, რომ არ იყოს გართულება, რომელიც ემოციურ და ქცევით დისფუნქციებს უკავშირდება. არ ვგულისხმობ პატარა ასაკს, არამედ მოზრდილ შვილებსა და ზრდასრულ მშობლებზე მაქვს საუბარი.

ჩვენ განათლების პრობლემა გვაქვს, არა მარტო ბავშვების, არამედ მოზრდილობის დონეზე, განათლება მხოლოდ სასკოლო და უმაღლეს სასწავლებლებს არ გულისხმობს, ეს უწყვეტი პროცესია, არსებობს თვითგანათლება, ეს ინტელექტს უკავშირდება, თუ ამ მიმართულებით არ განვითარდებით, ყოველთვის გვექნება თვითშეფასების პრობლემები, არასწორი ქცევები და ამას მივყავართ დეპრესიამდე, შფოთვამდე, აგრესიამდე, ძალადობამდე.”

ვრცლად:

“ცხოვრება მარტო მშობლობისგან არ შედგება, რადგან ჩვენ ვართ ადამიანები და გჭირდება ყველაფრის ბალანსი” – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

magti 5g