ახალი მოდელი, რომელსაც ალფა-რომეოს მოყვარულები წლების განმავლობაში ელოდნენ, პირველად ფრანკფურტის ავტოშოუზე გამოჩნდა, გაყიდვაში კი 2016 წლიდან ჩაეშვება.
როგორც იტალიური ავტოკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი მოდელის Giulia Quadrofiglio Verde-ს საბაზრო ფასი 72 ათასიდან 89 ათას დოლარამდე იქნება.
რაც შეეხება ავტომობილის მონაცემებს გეტყვით, რომ კაპოტქვეშ მოთავსებული იქნება 3.0ლიტრიანი 6 ცილინდრიანი ძრავა, რომელის სიმძლავრეც 510 ცხენის ძალა იქნება. მაქსიმალური სიჩქარე 307კმ/სთ, ხოლო აჩქარებას 100კმ/სთ-მდე 3.9 წამში შეძლებს, რაც ახალი რეკორდია სედანისთვის.