LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ქარის გამო მოქალაქეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ გადაადგილებისგან – ფოთის მერია

152
ფოთი

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ფოთში ძლიერი ქარის და სტიქიის შედეგად ქალაქში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ავტომანქანები, მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.

„რამდენიმე ადგილას საავტომობილო გზა გადაკეტილია“ – ფოთსა და ქუთაისში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

მათივე ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მრავლობითი მოტეხილობები მიიღო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, რომელიც მკურნალობას გადის საავადმყოფოში.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობს ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები.

მოქალაქეებს შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში დარეკოთ მერიის ცხელი ხაზის ნომერზე: 0493 22 12 95

ან დაუკავშირდით მერის წარმომადგენლებს:

ცენტრის უბანი -579 75 20 17;

მალთაყვის უბანი- 555 57 14 38;

კუნძულის უბანი – 551 41 11 02;

ნაბადის უბანი- 599 25 41 21.

ფოთის მერია მოგიწოდებთ, გარდა აუცილებელი შემთხვევისა, თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან“,- აღნიშნულია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g