„უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში”, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.
მისივე თქმით, ევროკომისრების კოლეგია უკრაინას თებერვლის დასაწყისში ეწვევა.
„უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში. ეს ძალიან კარგია. ამ პროცესის მხარდასაჭერად, კოლეგია უკრაინას თებერვლის დასაწყისში ეწვევა – გვექნება კოლეგია-მთავრობის შეხვედრა”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისიივე თქმით, დღეისთვის ევროკომისიისა და უკრაინის ხელისუფლების საერთო სამუშაოში „დაახლოებით 18-20 სხვადასხვა საბუთია“.
„ეს [კოლეგია-მთავრობის შეხვედრა] ძალიან კარგი პუნქტი იქნება, რათა დღის წესრიგში მყოფ სხვადასხვა თემაზე მუშაობა გავაღრმაოთ და უფრო ინტენსიური გავხადოთ. ეს აჩვენებს, რამდენად მოცულობითია ჩვენი დღის წესრიგი”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა