იქ, სადაც კონკურენცია არაა, პროგრესი კვდება!!, – ასე ეხმაურება “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ფეხბურთის ფედერაციაში ერთკაციანი არჩევნების ჩანიშვნას.
“იქ, სადაც კონკურენცია არაა, პროგრესი კვდება!!
ფეხბურთის ფედერაცია!
სამხატვრო აკადემია!
თსუ!
ყველგან ერთი კანდიდატი, მერე ნუ გვაქვს პრეტენზია, რატომ ვართ ამ დღეში!!”, – წერს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის 2023-2027 წლის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი, ლევან კობიაშვილი მიიღებს.