LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წელს უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვა 55%-ით გაიზარდა – შემოსავლების სამსახური

136
სიგარეტი (1)

2022 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 174 781 კოლოფი (2021 წლის მაჩვენებელზე 19%-ით მეტი) და 463 კილოგრამზე მეტი (2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით ნაკლები) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 2 481 ფაქტი გამოავლინეს, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 55%-ით მეტია. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.

“1456 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა. ეს მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 75%-ით მეტია.

38 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, რაც შარშანდელ მონაცემებთან შედარებით 21%-ით ნაკლებია.

2021 წლის 12 თვის მაჩვენებელთან შედარებით 37%-ით არის გაზრდილი არაიდენტიფიცირებულ შემთხვევათა რაოდენობა და შეადგენს 987-ს. აღნიშნულ ფაქტებზე შედგა ამოღების ოქმები”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g