უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ბოდიშს იხდის და განმარტავს, რომ დნიპროში რუსული რაკეტის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდება სერიოზული შეცდომაა.
ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.
„მინდა, ბოდიში მოვუხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებსა და მეგობრებს. ასევე ყველა უკრაინელსა და არაუკრაინელს, რომელსაც ჩემი სიტყვები ასევე შეეხო“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
ცნობისათვის, 14 იანვარს რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.
„ნანგრევების ქვეშ ხალხია“ – რუსებმა დნიპროში 9-სართულიან კორპუსს რაკეტა ესროლეს