ნაძალადევის, საბურთალოს, დიდუბის, ვაკის და გლდანის რაიონების მოსახლეობას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტრომომარაგების შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.
„ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის, ქართლის, ღოღობერიძის, დაისის და კნოლევის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადარეიშვილის და გაზაფხულის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კარტოზიას და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, ბელიაშვილის, ბალანჩინის, ბოცვაძის და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის, გივი სვანიძის და წყნეთის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მოსახლეობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
