უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსეი არესტოვიჩის თხოვნა არა საშტატო მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა – ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდას“ პრეზიდენტის პრესმდივანმა სერხი ნიკიფოროვმა განუცხადა.
კერძოდ, არესტოვიჩის გადაყენების ბრძანებას ხელს აწერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მარია ვიტუშოკი.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დაწერა. ამის შესახებ მან „ფეისბუკზე“ განაცხადა და თან დაურთო განცხადების ფოტო.
„მე დავწერე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მინდა მივიღო ცივილიზებული ქცევის მაგალითი: ფუნდამენტური შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, – განაცხადა არესტოვიჩმა
ოლექსი გონჩარენკო: რადაში ოლექსი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ
ოლექსი არესტოვიჩმა დნიპროს მცხოვრებლებს მოუბოდიშა